ეს პროგრამები მუშა ჯგუფმა (ვაჟა ბალხამიშვილი, ვლადიმერ ნუცუბიძე, მამუკა ხაბარელი) ამ სახით წარმოადგინა შემდეგი მიზეზების გამო:
1. მეექვსე კიუს (თანრიგის), თეთრი ქამრის პროგრამა წარმოდგენილია
ისეთი იაპონური ტერმინებით, რომელიც წარმოადგენს სიტყვების უშუალო მნიშვნელობას. ამიტომ თეთრი ქამრის პროგრამა მოწოდებულია ქართულ თარგმანთან ერთად.
2. რაც შეეხება მეხუთე კიუდან (თანრიგიდან) პირველ კიუმდე (თანრიგამდე) ილეთების და კომბინაციების ერთობლიობას, ეს არის ჭიდაობის სპეციალური ტერმინოლოგია, რომელიც
ქართულ ვარიანტში იწვევს ძიუდოს სპეციალისტების აზრთა სხვადასხვაობას. სწორედ ამ მიზეზის გამო, ზემოთ მოხსენიებული პროგრამა გადმოცემულია მხოლოდ იაპონური ვარიანტით
და თუ ვინმეს დააინტერესებს ეს პროგრამა, მისთვისვე მიგვინდვია მისეული ხედვით, ქართული ტერმინოლოგიის შერჩევა.
P.S. რა თქმა უნდა ჩვენ, ჩვენებური ხედვით, ეს პროგრამები გვაქვს დამუშავებული ქართულ ტერმინოლოგიასთან შესატყვისობაში.
უცხოურ ანალოგებთან შედარებით, ასევე შეცვლილი გვაქვს მცირე პროგრამის ილეთების შესწავლის თანამიმდევრობაც, ძიუდოს სწავლების მეთოდიკის ჩვენებური ხედვის გამო.
უნდა ავღნიშნოთ ისიც რომ მცირე პროგრამა შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ცვლილებას მუდმივად განიცდის ყოველი სასწავლო წლის დასასრულს, რაც მას უფრო ხვეწს.
|