ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო
ა მ ბ ე ბ ი

ამ რუბრიკაში გადმოცემული იქნება საინტერესო ამბები, ანეკდოტები, საინტერესო მონათხრობები, ხუმრობები რეალური ყოფითი თუ სპორტული ცხოვრებიდან, რომლითაც აღსავსეა თითქმის ყოველი სპორტული მივლინება. გთხოვთ ყველა ჩვენს მეგობარ სპორტსმენს, მწვრთნელს თუ დელეგაციის ხელმძღვანელს მოგვაწოდოთ ასეთი შემთხვევები ამ რუბრიკაში გამოსაქვეყნებლად.

იმ უამრავი შემთხვევებიდან რომლითაც შეიძლება ეს რუბრიკა დაწყებულიყო, ჩემს მეგობარს, ჩვენს სახელოვან მამულიშვილს, სპორტსმენს, მსახიობს, კინორეჟისორს, ბრწყინვალე მოქალაქეს და მეოჯახეს სოსო ჯაჭვლიანს დავუკავშირე.

  • ძალიან ხშირად ჩემი ახლობლები მეუბნებიან, რომ ასაკთან შედარებით ბევრად პატარა შეხედულება მაქვს. ამას სოსო შემდეგნაირად გამოხატავს, ჩვენს შეხვედრას სოსო მისალმების შემდეგ ესეთი ფრაზით იწყებს “ვააა ვაჟა რა პიკული კიტრივით გამოიყურები??”.


  • ერთხელ მე და სოსო ვარჯიშის შემდეგ რუსთაველზე მივსეირნობთ. მაშინდელ ლენინის მოედანზე, მონადირეთა კავშირის მაღაზიასთან ხალხის დიდ რიგი შევნიშნეთ. ცნობისმოყვარეობამ გვძლია და ვიკითხეთ თუ რატომ იდგა რიგი. რიგში მდგომებმა გვიპასუხეს რომ მაღალ ყელიანი ჩექმები იყიდებოდა, მეთევზეები რომ ხმარობენ და თან ალბათ მალე გათავდებაო. უჰჰჰ შეწუხდა სოსო, ზუსტად ეგეთები მჭირდება სათევზაოდ მივდივართო და აბა ვეღარ შემხვდებაო, მაგრამ უცებ სახე გაუნათდა. სოსო ჯაჭვლიანს ახასიათებს ყველასგან გამორჩეული ერთი უბრწყინვალესი თვისება და ეს არის მისი თბილი სანდომიანი ღიმილი, რომელიც მას ყველასგან გამოარჩევს. სწორედ ამ ღიმილით ჩადგა ის რიგში და თან წინ მდგომს ეუბნება - უკაცრავად გადამატარეთ წიინნნ, წინ მდგომი ამ ღიმილს ვეღარ ეწინააღმდეგება და მაშინვე ატარებს სოსოს, სოსო ისევ შემდგომ წინ მდგომს........ უკაცრავად გადამატარეთ წიინნნ. ასეთი გადანაცვლებებით მან მალე მიაღწია იმ მანძილამდე, რომ დახლში მდგომ გოგონასათვის ხმა მიეწვდინა და ახლა იმ გოგონას მიმართა - გოგონა, გიორგევიჩმა, რომ დაგირეკათ და 43 ზომა გთხოვათ შესანახად ვერ გადმომაწვდით?? გოგონა წამიერად კი დაიბნა (სოსოს მიერ მოგონილ პიროვნებას რა თქმა უნდა არ იცნობდა), მაგრამ მალევე მოექცა სოსოს დამატყვევებელი ღიმილის გავლენის ქვეშ და წინ მდგომებს სთხოვა გადაეწოდებინათ სოსოსთვის ჩექმები.


  • ერთხელ ჩეხეთის გავლით მივფრინავთ პარიზში საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. დელეგაციაში გულშემატკივრად ჩაერთო ჩემი მეგობარი ალეკო ტატიშვილი. პრაღაში დაფრენის შემდეგ ეკიპაჟმა მოითხოვა თვითმფრინავის დატოვება იმ მიზეზით, რომ უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით სხვაგვარად თვითმფრინავის ავზებს არ შეავსებდნენ საწვავით. პრაღის აეროპორტში რამდენიმე ხნით უაზროდ ყოფნის შემდეგ კვლავ მოითხოვეს ჩვენი რეისის მგზავრების თვითმფრინავში დაბრუნება.
    კვლავ დავბრუნდით თვითმფრინავში, თვითოეული ჩვენს ადგილზე. ამ დროს გამცილებელი გოგონა (სტიუარდესა) გამოდის სალონში და ღიმილით ფორმალურად სვამს კითხვას - “ვინმე ხომ არ რჩება?”. უკანა რიგიდან დგება მამაკაცი და პასუხობს - “დიახ რჩება”. გამცილებელი კვლავ ღიმილითვე პასუხობს, “მორჩით ხუმრობას, 10 წუთში თუ არ ავფრინდით, ჩვენი კორიდორი დაკავდება და მერე შეიძლება დღეს ვეღარც გავფრინდეთ”. უკანა რიგიდან სრულიად სერიოზულად იგივე მამაკაცი - “ქალბატონო არ ვხუმრობ რჩება ერთი მგზავრი”. ”თქვენი ნაცნობია?” უკვე სერიოზულად კითხულობს გამცილებელი. ”არა” პასუხობს მამაკაცი. გამცილებელი - ”აბა თქვენს გარშემო ყველა ადგილი დაკავებულია და რა იცით რომ მგზავრი რჩება??” უკვე გაბრაზებით იძახის გამცილებელი გოგონა. მამაკაცი - ”მგზავრებს შორის ზანგი რომ მოფრინავდა სად არის???”. ”უჰჰჰ”- უკვე მთელმა თვითმფრინავმა, “სად არის ზანგი??”.
    ატყდა ერთი სირბილი და ძიება, გამცილებელი გოგონები და ეკიპაჟის სხვა წევრები კვლავ დაბრუნდნენ აეროპორტის შენობაში ზანგის მოსაძებნად. რამდენიმე ხანში ისევ ის გამცილებელი გოგონა ოღონდ უკვე ფერდაკარგული და საკმაოდ შეშინებული შემოვარდა თვითმფრინავის სალონში და კითხულობს - “ვინმეს ხომ არ შეუძლია აგვიწეროთ ის ზანგი მგზავრი?”
    ”კი” პასუხობს გვერდით მჯდომი ჩემი მეგობარი ალიკო, “მე აგიწერთ”. “აგვიწერეთ” ეხვეწება გამცილებელი გოგონა, ყველა მგზავრი გასუსული ელოდება ალეკოს პასუხს. ალეკო - ”როგორი იყო იცით? - მოკრი ასფალტის ფერი”. ამ ხუმრობის შემდეგ კინაღამ დაინგრა თვითმფრინავი სიცილისა და ხარხარისაგან.
    სხვათა შორის ალიკომ კი იხუმრა მაგრამ, ცოტა ხანში მართლა მოძებნეს ის ზანგი ალეკოს დახმარებით და გავფრინდით პარიზში.


  • იგივე თვითმფრინავში ვზივართ, მივფრინავთ პარიზში, გამცილებელმა გოგონამ იმის გამო რომ ალეკოს დახმარებით მოძებნეს ის ზანგი, დაგვღალა თავისი ყურადღებით. ყოველ ორ-სამ წუთში მოვა ალეკოს სავარძელთან და ეკითხება- “ხომ არაფერი გნებავთ?”. შეწუხდა ალეკო აღარ იცის რა ქნას. კიდევ ერთხელ მოვიდა გამცილებელი გოგონა და ისევ ეკითხება “ხომ არაფერი გნებავთ”. ალეკო პასუხობს. ”გოგონა კი მინდა , მაგრამ ამდენ ხალხში ხმამაღლა ვერ გეტყვით, თუ შეიძლება დაიხარეთ, ყურში უნდა გითხრათ”. გამცილებელი აშკარად დაიბნა, ხალხი ისმენს ამ საუბარს, აღარ იცის როგორ მოიქცეს , აელეწა სახე, მაგრამ ბოლოს მაინც იხრება ალეკოსკენ. ალეკო -“იცით გოგონა მე და ჩემი მეგობარი ახლა პარიზში მივფრინავთ და თითი-თითო მილიონი დოლარი ძალიან წაგვადგებოდა და თუ შეგიძლიათ მოგვიტანეთ”. ისევ სიცილი თვითმფრინავის სალონში.


  • ზოგიერთი ისტორიის მოყოლისას შეგნებულად არ დავასახელებ ზოგიერთი მეგობრის სახელს, რათა უნებურად მათი გულის წყრომა არ დავიმსახურო.
    ერთი ჩვენი ოჯახის მეგობარი ქალბატონი N-ი აძინებს შვილიშვილს. ვერაფრით ვერ დააძინა. ხან იავნანა უმღერა, ხან რა სიმღერა, ხან რა, ბავშვი არაფრით არ იძინებს. ხელები დააწყდა ქალბატონ N-ს, უკვე თითქმის საათია გულმოდგინედ ცდილობს დააძინოს შვივლიშვილი. უცებ პატარამ მძიმედ ასწია თავი და ქალბატონ N-ს ეუბნება- "ბებო ცოტახანი გაცუმდი ლაა? ძალიან მეძინება და დავიძინებ ლაა?..."


  • მეცადინეობების გასახალისებლად ხშირად ვხუმრობ.
    ერთ დღეს ვარჯიშზე მოვიდა ბავშვის მშობელი ქალბატონი და მეუბნება - “ჩემი შვილი სახლში მიყვება ხოლმე თქვენს ხუმრობებს, ბევრს ვიცინი და თუ შეიძლება დამასწარით თქვენს ვარჯიშს”. ცოტა უცნაური მეჩვენა ეს თხოვნა, მაგრამ მაინც დავისწარი ქალბატონი ვარჯიშზე.
    პირველივე ხუმრობაზე ქალბატონმა სიცილი დაიწყო და აღარ ჩერდება, ვარჯიში ჩაშლისკენ მიდის, შევაჩერე ჯგუფი და ქალბატონს მივმართე თხოვნით შეეწყვიტა სიცილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდა დარბაზის დატოვება. ამაზე ქალბატონმა მიპასუხა, “ნეტავი ჩემს ხუმრობებზე იცინოდეს ესე ხალხი, რა ბედნიერი ვიქნებოდი”. ამან უფრო გამაბრაზა, ვიფიქრე ეხლა კი ნამდვილად გავუშვებ დარბაზიდან ამ უცნაურ ქალბატონს, მაგრამ ვაკეთებ აღმოჩენას, რომ ძალიან ნაცნობი სახეა ჩემს წინ. ეს აღმოჩენა ნამდვილი იყო, მე ქალბატონი მზია კვირიკაშვილს ვესაუბრებოდი.


  • თავფურცელი, ჩემს შესახებ, ძიუდოს ისტორია, სასწავლო პროგრამა, კალენდარი,
    ნაკრების წევრები, გალერეა, არქივი, საინტერესო ამბები, კონტაქტი

    Copyright © 2006, vja